ანა წითლიძე – მოსარჩელეს არ შეუძლია, წარსულის ცალკეული ძალადობის გამო მოითხოვოს პარტიების გაუქმება, როდესაც თავად აწარმოებს ძალადობას, ბიბლიას მოვიშველიებ, „რომელი უცოდველია თქვენ შორის, ქვა პირველად მან ისროლოს“

13:14, 27.10.2026

კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები, სადაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარია, შეიძლება იყოს საფუძველი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და კოლექტიური პასუხისმგებლობის? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარეს არ შეუძლია, წარსულის ცალკეული ძალადობის გამო მოითხოვოს პარტიების გაუქმება, როდესაც თავად აწარმოებს ძალადობას მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების მიმართ.

„საქმეებში შემოტანილია კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტები. ამაზე კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები, მათ შორის ინდივიდუალური, დამდგარია. კი, ცალსახად ეს იყო ცუდი ფაქტი. კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები, სადაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარია, შეიძლება იყოს საფუძველი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და კოლექტიური პასუხისმგებლობის? მე ამავე წარმატებით შემიძლია, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ცემის ფაქტი, დავით ქაცარავას უმოწყალო ცემის ფაქტი. შემიძლია, შევახსენო ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძის, 500-ზე მეტი დასისხლიანებული და ნაცემი მოქალაქის საკითხი. თქვენ, მოსარჩელე მხარეს არ შეგიძლიათ, წარსულში მომხდარი ცალკეული ძალადობის გამო მოითხოვოთ პარტიების გაუქმება, როდესაც დღეს თავად აწარმოებთ უსასტიკეს ანგარიშსწორებას და ძალადობას მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების მიმართ. გუშინ ჩემმა კოლეგამ, ზაზამ სამართლის დოქტრინა ახსენა და „სუფთა ხელების“ პრინციპი. მე ბიბლიას მოვიშველიებ და ვეტყვი: რომელი უცოდველია თქვენ შორის, პირველად მან ისროლოს ქვა“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი