ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრები, ელჩები როცა იძახიან, პარტიას მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია, მე და ხაბეიშვილი მაშინ სკოლაში ვიყავით და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ
ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრები, ელჩები როცა იძახიან, პარტიას მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია, მე და ხაბეიშვილი მაშინ სკოლაში ვიყავით და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ

მე და ხაბეიშვილი სკოლაში ვიყავით, ის ცხრა წელი თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით ელჩებად, მინისტრებად და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყვნენ და არასოდეს არაფერზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ 9 წლის განმავლობაში, ახლა ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია.

„ჩემი სახე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრები, ელჩები, ანუ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყვნენ, სახეები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები 9 წელი, არასოდეს არაფერზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ იმ 9 წლის განმავლობაში, მშვენივრად გრძნობდნენ თავს – იძახიან, რომ ენმ-ს თურმე მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია, რა ვიცი, ჩემო დებო და ძმებო, მაგ დროს მე და ხაბეიშვილი სკოლაში ვიყავით, ის ცხრა წელი თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით ელჩებად, მინისტრებად და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ? ანუ, ის 9 წელი, „შეცდომები და შიში“, თქვენ რომ მონაწილეობდით და მე სკოლაში, უნივერსიტეტში ვიყავი – მაინც ჩემი ბრალია? ან რა გგონიათ, ახლა „ლელოს“ დაირქმევთ, შმელოს თუ ნებისმიერ სხვას, ხალხს ეგ არ ახსოვს? გამარკვიეთ, ენმ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ენმ-ის წარსულის ლანძღვის რა ახალი სტილია შემოსული? თქვენ მართლა ხალხი სულელი ხომ არ გგონიათ?“ – წერს ანა წითლიძე.