ანა წითლიძე – ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელს სუტინიორს ეძახდა, გვარამიას — კანალიზაციას და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუტიონიორის და კანალიზაციის გვერდით იდგა სცენაზე?
ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო, ხომ იცით, არაადეკვატური და გიჟიაო, ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
წითლიძის თქმით, მას აინტერესებს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება „ენმ“-ისთვის უარი ეთქვათ სიტყვით გამოსვლაზე.
„ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო, ხომ იცით, არაადეკვატური და გიჟიაო, ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები. კარგი, ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ, დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ:
1. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, სახალხო აქციაზე „ენმ“ სიტყვით არ გამოეყვანა? მხოლოდ ჩერგომ თუ ყველამ ერთად?!
2. ბანერის შინაარსს თუ არ ეთანხმებით, საჯაროდ რატომ არ გმობთ და ჩუმად რატომ ხართ? მოსთხოვეთ ჩერგოს ამაზე პასუხი? გიგი წერეთელს რითაც აკომპლექსებს ვიცით, სუტინიორს რომ ეძახის, წერეთელს ეშინია, მაგრამ თქვენ რა გჭირთ? ჩერგოს ჰყავხართ მძევლად? თუ ასე კომფროტულია: ჩერგოს გიჟი ეძახოთ, დედა აგინოთ, როცა გინდათ, „ენმ“-ის წინააღმდეგ გამოიყენოთ, მის ზურგს ამოეფაროთ და მერე იძახოთ, „ჩვენ რა, ჩერგოა გიჟი“, „ჩვენც ყელში გვყავს“. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, „ენმ“-ისთვის უარი ეთქვათ სიტყვით გამოსვლაზე? ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე – შენ აქედან მხოლოდ პირველი პუნქტი გეხება. მაინტერესებს, თუ იცოდი, „ენმ“-ს რომ უარი უთხრეს სიტყვით გამოსვლაზე. გიგი წერეთელი, თენგო თევზაძე სიჩუმეც პასუხი იქნება.
პ.ს. ჩერგოს არგუმენტი დაუდია. გვარამიას გაყიდულს ეძახიან და მაგიტომ არ გამოვიყვანეთ სიტყვითო. ანუ, გიგი წერეთელს სუტინიორს ეძახდა, გვარამიას — კანალიზაციას და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუტიონიორის და კანალიზაციის გვერდით იდგა სცენაზე? ეს აღაია, ეს“, – წერს წითლიძე.
28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.