ანა წითლიძე – 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე, რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას
რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“, თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ამ გზას იმდენჯერ გაივლის, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
„რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას — არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.
„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“.
გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, – წერს ანა წითლიძე.