ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის 15 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის 15 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტის და უფლებადამცველის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის 15 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის მოწოდება პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთების გამოვლენასა და პასუხსიმგებაში მიცემისკენ.

„დღეს 15 წელი გავიდა, რაც მოსკოვში ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, რათა მამაც სამუშაოს ასრულებდა ჩეჩნეთში კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და მსხვერპლთა ხმის გაჟღერებისთვის. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ გამოვლენილ იქნას და დანაშაულისთის პასუხისმგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო მის მკვლელობაში. პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთთათვის დაუსჯელობის გაგრძელება ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს რუსეთში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც, უწყების განცხადებით, დღეს მუშაობენ რესპრესიის პირობებში.

ანა პოლიკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს. მკვლელობიდან რვა წლის შემდეგ, 2014 წელს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულის შემსრულებლებსა და ორგანიზატორებს, თუმცა მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე არ არის გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ „ბიბისის“ რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთში მკვლელობის შეკვეთისთვის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა 15 წლის შემდეგ იწურება.