ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს ქირურგიული და ფუნდამენტური ჩარევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იქნება ძალა, რომელსაც ექნება კომპეტენცია, გამბედაობა, არ დასძლევს ცდუნება, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების მსგავსად მორჩილი სასამართლო იყოლიოს,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ დღეში ვერ ეშველება იმას, რაც 3 წლის განმავლობაში შენდებოდა და საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი სასამართლო.

„ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს ქირურგიული და ფუნდამენტური ჩარევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იქნება ძალა, რომელსაც ექნება კომპეტენცია, გამბედაობა, არ დასძლევს ცდუნება, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების მსგავსად მორჩილი სასამართლო იყოლიოს. ქვეყანაში დაგროვილია სიღრმისეული ექსპერტიზა და ცოდნა, თუ რატომ არის სასამართლო ამ დღეში, როგორ ჩაიარა რეფორმის სხვადასხვა ტალღებმა და რა პრობლემები ჰქონდა. ამ რეფორმის წარმმართველი და განმსაზღვრელი უნდა იყოს უკვე არსებული გამოცდილება და ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის პრობლემა. ეს უნდა იყოს ინკლუზიური რეფორმა, როგორც მიშელის დოკუმენტშიც არის მითითებული,  სადაც მხოლოდ პოლიტიკური ძალები კი არ სხედან და საუბრობენ, რა ვუშველოთ სასამართლოს, არამედ ჩართულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აქვს ცოდნა, არ აქვს პოლიტიკური ინტერესი, არის ნეიტრალური და აქვს ერთადერთი ინტერესი დაეხმაროს მართლმსაჯულების გაჯანსაღებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი