ანა ნაცვლიშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი ცალკე აღებული ცვლილება მძიმე კრიზისს ვერ განმუხტავს
ანა ნაცვლიშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი ცალკე აღებული ცვლილება მძიმე კრიზისს ვერ განმუხტავს

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ერთი კონკრეტული გამოსავალი ამ მძიმე კრიზისს ვერ განმუხტავს, ახალი არჩევნების ჩატარებას ძველი წესებით ის, რაც იყო არანაირი აზრი არ აქვს, წესების ცვლილებას და იმის თქმას რომ წესებს შევცვლი, მაგრამ ახალი არჩევნები არ იქნება, ამასაც ვერ ექნება განმმუხტავი ეფექტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი ცალკე აღებული ცვლილება ვერ მისცემს ქვეყანას რეალურ შესაძლებლობას, რომ სამართლიანი არჩევნების მეშვეობით ხალხის ნება აისახოს პარლამენტარის მანდატებში.

„საარჩევნო კანონმდებლობაში ცალკე აღებული ბარიერის თემა, ცალკე აღებული ცესკო-ს თემა და ცალკე აღებული რაღაც სხვა ცვლილება არ ცვლის არაფერს. რომელი პარტია სად აღმოჩნდება, ამის ანალიზი ჩვენი თვითმიზანი არ არის, მათი გადასაწყვეტია. ზრდასრული ადამიანები ვართ, ვაცნობიერებთ ვითარებას, იმისაც ვაცნობიერებთ, რატომ შეიქმნა ეს მძიმე კრიზისი და იმასაც, რომ კრიზისს სჭირდება გამოსავალი და არა ტკივილგამაყურჩებელი. დანარჩენი ამ პროცესში ყველა თავად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.