ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგი შეცვალა და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში
ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგი შეცვალა და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში დღეს განიხილება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტები.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა დღის წესრიგი და კანონპროექტების განხილვას დღეს აპირებს.

„გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვნებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებით აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.