ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიურად უმცირდება ლეგიტიმაცია, ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხის ვერდიქტი
ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიურად უმცირდება ლეგიტიმაცია, ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხის ვერდიქტი

საზოგადოებამ მკაფიოდ უთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვადა არის გასული, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხის ვერდიქტი კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით.

„მძიმე მეთოდები, რომლებიც ხელისუფლებამ კვლავ გამოიყენა ამ არჩევნებში, ნათელ სურათს გვაჩვენებს, თუმცა მოუხედავად ამ სიმძიმისა, საზოგადოებამ მკაფიოდ უთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვადა არის გასული. ეს დაფიქსირდა იმ ფაქტით, რომ საქართველის ყველა დიდ ქალაქში გარდაუალია მეორე ტური. ძალიან სერიოზული გზავნილია, რომელიც აჩვენებს საზოგადოების მზაობას, მოთხოვნას, რომ „ქართული ოცნების“ ვადა უკვე გავიდა, ასევე საზოგადოების მზაობას იმისკენ, რომ ოპოზიციამ კოალიციური, დაბალანსებული მმართველობა ჩაანაცვლოს პარტიულ მმართველობას.

ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, სერიოზული და დასაბუთებული პრეტენზიები არის არაერთ ოლქთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ ადგილას ვერ ვიქნებიდი ასე მშვიდად. ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. პირიქით, როგორც შედეგმა, ასევე არჩევნების ჩატარების პროცესმა და ხარისხმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია ძალიან სერიოზულად შეაჯანჯღარა. „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიურად უმცირდება ლეგიტიმაცია, ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა ერთპარტიულობა და მას სურს კოალიციური მმართველობა. ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი გარდაუვალს გახდის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ ჩანაცვლებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი