ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობა ადასტურებს, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, ძალადობრივია
ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობა ადასტურებს, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, ძალადობრივია

პარლამენტის უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობა ადასტურებს, რომ ძალადობრივია კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ახლა „ქართული ოცნება“ გეგმავს სუს-ით, ძალოვანებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნორმალური საკანონმდებლო პროცესი არ არის.

„ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ეს კანონი თავისი არსით ემსახურება თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანების განდევნას და ვინც დარჩება, მათთვის სასუნთქი ჰაერის ამოკეტვას, არის ძალოვანების კორდონი, რომელიც პარლამენტში არის ყველგან, ყველა სართულზე. ეს არ არის ნორმალური საკანონმდებლო პროცესი. ძალოვანების სიჭარბე ამ ძალადობრივ კანონს ამხელს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.