ანა ნაცვლიშვილი - ნატო-ს სამიტიდან მიღებული გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის
ანა ნაცვლიშვილი - ნატო-ს სამიტიდან მიღებული გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის

ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო წელს ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება.

„იცით, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, რასაკვირველია, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველო წელს ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გაკეთდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რა დროსაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.