ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა - მომავალმა, ვერ ვხედავ თანამშრომლობის მიზანს პარტიასთან, რომელიც წარსულში ბრუნდება
ჩემი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა – მომავალმა, მომავლის ხედვებმა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არჩევნები, რაც ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის მისი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„ამ გადაწყვეტილებაზე „ლელო“ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. სამწუხაროდ, მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა – მომავლის ხედვებმა. „ლელო“ ორიენტირებულია საქართველოს მომავალზე, დასავლურ მომავალზე, უსაფრთხო მომავალზე და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. საუბრით ყველასთან ვისაუბრებთ, მაგრამ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვეს, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებსა და რესურსებს ახლა ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.