ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძეს თუ ჰგონია, ვინმემ იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რომ პარტიას დაფინანსება ჰქონოდა და ეს ფული რამეს გადაწყვეტს, აქაც კრახს განიცდის
ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძეს თუ ჰგონია, ვინმემ იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რომ პარტიას დაფინანსება ჰქონოდა და ეს ფული რამეს გადაწყვეტს, აქაც კრახს განიცდის

მოქმედი კანონმდებლობა დაფინანსების საკითხს საერთოდ არ აკავშირებს არა თუ პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან, პარლამენტში წარმომადგენლობასაც კი არ აკავშირებს. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა პარტიამ საერთოდ ვერ აიღოს ერთი მანდატიც კი, მაგრამ თუ ის მიიღებს ხმების საერთო რაოდენობას, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, მას ეს დაფინანსება ეკუთვნის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ცალკეა საპარლამენტო დაფინანსება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, თუ შედიხარ პარლამენტში.

„ამ დაფინანსებას არავინ იღებს. მანდ ორი არგუმენტია. ერთი, თუ არ მუშაობ, რატომ იღებ ფულს. კანონი ამ ფულს პარტიას არ აძლევს, იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გასწიოს. აძლევს, რადგან ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღო. ეს ლეგიტიმური ფულია. მეორეა, ლეგიტიმაციის საკითხი, არასდროს არავის არც „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციას, არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, არ დაუსვამს კითხვა და არ უთქვამს, რომ მაგალითად, „ლელომ“ უსამართლოდ მიიღო მეტი მანდატი. ის ორთი მანდატი, რომელიც მივიღე, ამაზე კითხვა ვინმეს კი არ უჩნდება. ჩვენ ვამბობთ, ეს არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებულიყო, ოპოზიციას მეტი მანდატები ეკუთვნოდა. რაც შეეხება კობახიძე, აქაც მათი ბუნება ჩანს, რომელიც არის აბსოლუტურად ძალადობაზე დაფუძნებული. არ დაემორჩილები ჩემს ნებას, შეგიწყვეტ დაფინანსებას. ეს არანორმალური აზროვნების გამოხატულებაა. სადამსჯელო ოპერაციაა, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის. ირაკლი კობახიძეს თუ გონია, რომ ვინმემ იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რომ პარტიას დაფინანსება ჰქონოდა და ეს ფული რამეს გადაწყვეტს, აქაც კრახს განიცდის. პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსება ძალიან ჯანსაღ კონცეფციას ეფუძნება, რომ პარტიებში ხალხის ფული გაჩნდეს. რაც ხალხისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ შემდეგ პარტია პირდაპირ ანგარიშვალდებული ხდება ხალხის მისამართით. ადამიანი მუშტებზე ყურებას როდის იწყებს, როდესაც არანაირი სამართლიანი არგუმენტი არ აქვს შემორჩენილი, კობახიძე ვერავის შეაშინებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი