ანა ნაცვლიშვილი - არ მგონია, სწორი იყოს ნაბიჯი, როცა პარლამენტში შემოდიხარ და ხელმოწერაზე პასუხისმგებლობას არ იღებ
ანა ნაცვლიშვილი - არ მგონია, სწორი იყოს ნაბიჯი, როცა პარლამენტში შემოდიხარ და ხელმოწერაზე პასუხისმგებლობას არ იღებ

არავისზე ნაწყენი არ ვყოფილვარ, არ ვიცი, წყენის გადადება რას ნიშნავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, წყენა გვერდით გადადონ და კვლავ აჩვენონ ერთიანობა.

„მუდმივად ვამბობდით, რომ ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა უძველესი ყველა ველი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უმაღლესი მედიაციის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და პასუხისმგებლობა იმ სისტემურ რეფორმებზე აეღო, რომელთა განხორციელების სურვილი ახლაც არ აქვთ, მაგრამ მოუწიათ და მოუწევთ ამის გაკეთება. კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ მგონია, სწორი იყოს ის ნაბიჯი, როცა ერთი მხრივ, პარლამენტში შემოდიხარ და სარგებლობ, და უკვე გავრცელებულია შეთანხმების კონკრეტული შედეგები ამ პოლიტიკურ ძალაზე და ამავე დროს, ხელმოწერაზე პასუხისმგებლობას არ იღებ.

იმედი მაქვს, დასრულდება საუბარი შესვლა-არშესვლის ირგვლივ, რაც არის წამყვანი თემა და როგორც მედიას, ასევე საზოგადოებას მთავარი აქცენტი ექნება დასასმელი იმაზე, ვინ რას აკეთებს. არ მგონია სწორი, რომ შეთანხმების პოზიტიური შედეგები შენზე ვრცელდებოდეს, მაგრამ ამ შეთანხმების სისტემურ ნაწილზე პასუხისმგებლობას არ იღებდე და ეს ხელმოწერით დაადასტურო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.