ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე 20 ივნისთან დაკავშირებით სრულ ამნისტიაზე თანხმობა არ ყოფილა
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე 20 ივნისთან დაკავშირებით სრულ ამნისტიაზე თანხმობა არ ყოფილა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა თანხმობა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სრულ ამნისტიაზე.

„არც ერთ ეტაპზე არანაირი თანხმობა არ ყოფილა, რომ 20 ივნისის დამსახიჩრებელნი ყოფილიყვნენ ამნისტირებულნი. დღეს თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდა ბევრი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის ისინიც, ვინც ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ხელისმომწერები არ არიან და ალბათ, ამ ხნის განმავლობაში უშუალოდ მოლაპარაკებაზე დამსწრე პირთა შორის ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდებოდა, რომელიც განგაშს ატეხდა იმაზე, რომ ვინმე აპირებდა და რომელიმე სხვა თანხმდებოდა სრულ ამნისტიას. ეს ნონსენსია, ეს არის სრული ტყუილი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.