ანა ნაცვლიშვილი - 19 აპრილის შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე უნდა გაიწეროს, რომ შეთანხმება არა ფორმალურად, არამედ რეალურად შესრულდეს
ანა ნაცვლიშვილი - 19 აპრილის შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე უნდა გაიწეროს, რომ შეთანხმება არა ფორმალურად, არამედ რეალურად შესრულდეს

19 აპრილის შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე უნდა გაიწეროს, რომ შეთანხმება არა ფორმალურად, არამედ რეალურად შესრულდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე კანონპროექტში მეტი სიცხადე არ შევა, „ლელო“ მისი მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს.

„ის ორი კანონპროექტი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა იყო სასტარტო მდგომარეობა და რა იხილებოდა თუნდაც დღეს, ცხადია, რომ არის საკითხები, როლებიც თავიდან არ იყო, ან საერთოდ არ ვეთანხმებოდით. ცვლილებები ჩანს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე და ამ შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე გაიწეროს, რომ არა ფორმალურ შესრულებას, არამედ რეალურ შესრულებას უზრუნველყოფდეს. ვიდრე არ ვნახავ ამ სიცხადეს ტექსტის დონეზე, ცხადია, მხარდაჭერის დაფიქსირებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა, ფრაქცია „ლელოს“ წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.