ანა მარია შიკო - ვიცი, რომ სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით საქართველოს საბაჟო ყველაფერს აკეთებს
ანა მარია შიკო - ვიცი, რომ სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით საქართველოს საბაჟო ყველაფერს აკეთებს

ვიცი, რომ სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით საქართველოს საბაჟო ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ჟურნალისტებს სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ საქართველოს მისამართით ბრალდებები ისმის და ეს უფრო სიფრთხილეა.

„ჩვენ გვაჩვენეს, როგორ მუშობს საბაჟო, რომ ყველაფერი შემოწმებულია. ვფიქრობ, საქართველო ყველაფერს აკეთებს. მე ვიმოგზაურე ხევსურეთში და სვანეთში და ძალიან რთულია საქართველოს საზღვრის სრული დაკეტვა, რადგან ძალიან დიდ სიმაღლეზეა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბრალდებებია. ეს უფრო სიფრთხილეა, რადგან ყველას სურს იმის უზრუნველყოფა, რომ ასეთი არაფერი მოხდეს, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება და საქართველოს საბაჟო ყველაფერს აკეთებს“, – აღნიშნა ელჩმა.