ანა მარია შიკო - ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შევხედოთ იმას, რაც გაკეთდა, ვფიქრობ, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და ვიმედოვნებ, ძალიან მალე ევროკავშირში იქნება
ანა მარია შიკო - ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შევხედოთ იმას, რაც გაკეთდა, ვფიქრობ, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და ვიმედოვნებ, ძალიან მალე ევროკავშირში იქნება

უნგრეთი ყველა მიმართულებით მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანა მარია შიკომ განაცხადა, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს.

„ვფიქრობ, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს, რაც შესრულდა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შევხედოთ იმას, რაც გაკეთდა. ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა – ნახევრად ცარიელი. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებით სვლა. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ერთი და იმავე გზით სიარული და ეს ქვეყანა, რომელიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, ვიმედოვნებ, ძალიან მალე ევროკავშირში იქნება. როდესაც ჩვენ ვიყავით ევროკავშირის კანდიდატები, ველოდებოდით, რომ ევროკავშირში გავწევრიანდებოდით. ველოდებოდით, რომ ვიქნებოდით თავისუფალი, სუვერენული, თანასწორთა შორის მრგვალ მაგიდასთან. ასე რომ, საქართველოც იქნება მრგვალ მაგიდასთან“, – განაცხადა ელჩმა.