ანა მალიარი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს
ანა მალიარი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამარხში დაწერა.

„ჯარების აღმოსავლეთის ჯგუფმა დღეს დაიწყო შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ორეხოვო-ვასილევკის, ბახმუტის, ბოგდაოვკის, იაგოდოეს, კლეშეევკას, კურდიუმოვკას მიმართულებებით. ყველა მიმართულებით არის წინსვლა“, – წერს მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კუპიანსკის, ლიმანისა და მარინკის მიმართულებებით მტერი ცდილობდა შეტევას, თუმცა წარუმატებლად. ავდეევკის და შახტიორსკის მიმართულებებზე რუსეთის ძალებმა საავიაციო დარტყმები განახორციელეს და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ქვეყნის სამხრეთით კი შეტევის ყველა მიმართულებით მძიმე შეტაკებები გრძელდება.

„მტერი თავდაცვის მდგომარეობაშია, ბევრ ძალისხმევას მიმართავს ჩვენი შეტევის შესაჩერებლად. ამავე დროს მტერი პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის“, – აღნიშნავს მალიარმა.