პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა.
პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლაზე ანა ჯაფარიძემ კომენტარი პირველ არხთან გააკეთა:
„უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავკმაყოფილდები, უკეთესი შედეგებისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. მინდა, ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და საქართველოს სახელისა და დროშის მაღლა აწევას“.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველო თამაშებზე პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.