ანა ფოტიგა – შევხვდი გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ფოტიგა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრზე კვლავ უარი ეთქვა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. შევხვდი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარ გიორგი ჩალაძეს, რათა პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მათი სიმამაცითა და შემართებით“, – წერს ფოტიგა.
Again the govt of GD denied me to visit the 3rd President of Georgia🇬🇪, @SaakashviliM, detained for almost a year now. I met w/ his mother Giuli Alasania & his friend Giorgi Chaladze to get first-hand knowledge about his situation. I remain impressed by their courage and resolve. pic.twitter.com/1Rw7JpthR9
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 4, 2022