ანა ფოტიგა – შექებას იმსახურებენ ევროკავშირი და სალომე ზურაბიშვილი რურუა-მელიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯის გამო
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს გამოწვევების გაცნობიერების ისტორიული გამოცდილება აქვს.
ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ევროკავშირს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რურუა-მელიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯის გამო აქებს.
„საქართველოს აქვს ისტორიული გამოცდილება, გააცნობიეროს დღევანდელი გამოწვევები. თქვენ უნდა შეასრულოთ შეთანხმება და იპოვოთ საერთო პლატფორმა, რათა ევროატლანტიკური პერსპექტივა დააახლოოთ. შევაქებ ევროკავშირს, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათ მიერ რურუასთან და მელიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯის გამო“, – წერს ანა ფოტიგა.
I’m here bc I believe in🇬🇪. Georgians have a lot of historic experience to read the current challenges. You have to implement the agmt & find a common platform to bring closer the Euro-Atlantic perspective. I commend #EU🇪🇺 & @Zourabichvili_S for making steps with #Rurua & #Melia. pic.twitter.com/fZ04Ls3YyS
— Anna Fotyga – Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) May 12, 2021