ანა ფოტიგა – ჩვენ გვჭირდება ძლიერი ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
პანდემიისა და მართლმადიდებლური აღდგომის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები ბორდერიზაციას აგრძელებენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერში„ წერს.
„პანდემიისა და მართლმადიდებლური აღდგომის მიუხედავად, რუსეთისგან მართული საოკუპაციო ძალები სამხრეთ ოსეთში ბორდერიზაციას აგრძელებენ. მეტიც, ისინი კრძალავენ სამედიცინო ევაკუაციას საქართველოს საავადმყოფოებში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.