ანა ფოტიგა – ოფისში შეჭრა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაჭერის გადაწყვეტილება მიუღებელია

17:49, 23.02.2021

მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილება მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ძალით, აგრესიითა და დამამცირებელი განცხადებებით არ უნდა გადაიჭრას.

„პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ძალით, აგრესიითა და დამამცირებელი განცხადებებით არ უნდა გადაიჭრას. ამ ღამის მოვლენები კოშმარული იყო. ჩვენ, ყველა განსხვავებულ საქართველოზე ვოცნებობთ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

მსგავსი