ანა ფოტიგა - ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ერთგულებისკენ
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ნიკა გვარამიას შეწყალებას, „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველოს მხრიდან ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ.
„მოხარული ვარ თითოეული ნაბიჯით, რასაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრააციის გზაზე. ვიმედოვნებ, რომ იმ სირთულეებისა და სიძნელეების მიუხედავად, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო თვეებში გადავაწყდით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი იქნება საქართველოს ხელმძღვანელების პრიორიტეტი. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც დავინახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ და კიდევ ერთხელ, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ერთგულებისკენ“, – წერს ფოტიგა.