ანა ფოტიგა - გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას
ანა ფოტიგა - გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შეწყალების შედეგად მსჯავრდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

აქვე ევროპარლამენტარი წერს, რომ ასევე მოუთმენლად ელის ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას.

„გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას“, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.