ანა ფოტიგა - აღფრთოვანებული ვარ ვანო მერაბიშვილის სიძლიერით, ასეთ რთულ პირობებში მან შეძლო ცოდნის გაღრმავება
ანა ფოტიგა - აღფრთოვანებული ვარ ვანო მერაბიშვილის სიძლიერით, ასეთ რთულ პირობებში მან შეძლო ცოდნის გაღრმავება

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. მე აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნული სიძლიერით. ასეთ რთულ პირობებში მან შეძლო ცოდნის გაღრმავება, პოლიტიკური გამოცდილება, ფიზიკური და გონებრივი სიძლიერე. მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას“, – წერს ანა ფოტიგა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.