ანა დოლიძე - ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა ქვეყანას განვითარების ახალი მუხტი მიეცეს
ანა დოლიძე - ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა ქვეყანას განვითარების ახალი მუხტი მიეცეს

ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა ქვეყანას განვითარების ახალი მუხტი მიეცეს, – ამის შესახებ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„ხელისუფლება, როგორც ჩანს, საკუთარ ნიშნულს, 43 პროცენტს ვერ მიაღწევს. ეს ჩანს ხალხის განწყობებიდანაც. ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა ქვეყანას განვითარების ახალი მუხტი მიეცეს, ნელ-ნელა დავიწყოთ გათავისუფლება იმ ჭაობიდან, რა ჭაობშიც ვართ.

ვადამდელი არჩევნების მიღწევის ყველა კანონსაწინააღმდეგო ფორმას, რა თქმა უნდა, ვემიჯნები. ყველა კონსტიტუციურ ფორმას მივიჩნევ მისაღებად, მათ შორის მოსახლეობის მობილიზაციას ქვეყნის შიგნით და ჩვენი პარტნიორების მობილიზაციას ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი