ანა დოლიძე - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად არჩევანი უნდა გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის
ანა დოლიძე - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად არჩევანი უნდა გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად არჩევანი უნდა გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე საუბრისას.

ანა დოლიძე მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და შეიტანონ განაცხადი საბჭოში, რათა არჩევანი იყოს კარგსა და უკეთესს შორის.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს, პროფესიონალს, პროფესორს, იურისტს, ადვოკატს, რომ იაქტიურონ. დარჩენილია ვადა დაახლოებით მაისის ბოლომდე და შემოიტანონ განაცხადები ამ პროცესში, რადგან ჩვენ უნდა ავარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის. არ მინდა, საბჭო დადგეს მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო და პროცესი 31 მაისს დასრულდება. ამ დროისთვის საბჭოში მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.

დატოვე კომენტარი