ანა დოლიძე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც ირინა ენუქიძემ დაიწყო, შეცვალა საქართველოს ისტორია
ანა დოლიძე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც ირინა ენუქიძემ დაიწყო, შეცვალა საქართველოს ისტორია

სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც დაიწყო მისმა დედამ, ირინა ენუქიძემ, შეცვალა საქართველოს ისტორია, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ აღმოჩნდა.

„ჩვენ ერთხელ უკვე ხმამაღლა ვთქვით, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა მიუღებელია. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს მიწევს იმის თქმა, რომ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ აღმოჩნდა. ჩვენ ცოტა ხნის წინ უვადო მოსამართლედ დაგვისვეს ლევან მურუსიძე, რომელიც ახლა უკვე „ქართული ოცნების“ თილისმაა. ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, ბრძოლა იმისათვის, რომ ხელისუფლებას ესმოდეს ხალხის ფასი და იცოდეს მისი პატივისცემა, გრძელდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ სასამართლოში დამოუკიდებლობის დამკვიდრებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვაპირებთ, ეს ყველაფერი გავიხსენოთ და რაც მთავარია, მადლობა გადავუხადოთ სანდროს და მის ოჯახს იმისათვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.