ანა დოლიძე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
ანა დოლიძე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა და დოლიძე ფაქტს აბსურდულს უწოდებს.

„სასამართლოს მივმართავ, რომ უარყოფილ იქნას ის ტყუილი, რომელიც თქვა მოსამართლე გვრიტიშვილმა ჩემთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს მაღალი სტანდარტი პასუხისმგებლობის. მოსამართლე როდესაც ადამიანს დააბრალებს რაღაცას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გვექნება რწმენა მის მიერ სასამართლოს სწორად განხორციელებისა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.