ანა ბიბილაშვილი - ქალაქის მერი უნდა იყოს სანდო პარტნიორი თბილისის განვითარების პროცესში, ჩვენ მალე წარმოგიდგენთ თბილისის მარშალის გეგმას
ანა ბიბილაშვილი - ქალაქის მერი უნდა იყოს სანდო პარტნიორი თბილისის განვითარების პროცესში, ჩვენ მალე წარმოგიდგენთ თბილისის მარშალის გეგმას

ჩვენ გვაქვს თბილისის განვითარების არაჩვეულებრივი გეგმა, ძალიან მალე წარმოგიდგენთ თბილისის მარშალის გეგმას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა განუცხადა.

„ყოველდღიურად თბილისს ემატება პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მერს ჰქონდეს ზუსტი პასუხები ამ პრობლემებზე. რეალურად ქალაქის მერი უნდა იყოს საიმედო და სანდო პარტნიორი თბილისის განვითარების პროცესში. ჩვენ გვაქვს თბილისის განვითარების არაჩვეულებრივი გეგმა, რომელიც ყველა კომპონენტს და გამოწვევას უპასუხებს და ძალიან მალე, ჩვენ წარმოგიდგენთ თბილისის მარშალის გეგმას“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატი დღეს წარადგინა.