ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე სასამართლო მსჯელობს
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე სასამართლო მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავას განიხილავს. სასამართლო მტკიცებულებათა წარმოდგენის ეტაპზეა.

როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის უფლებადამცველმა სასამართლო პროცესზე განმარტა, ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს 2016 წელს დაშორდა, ქონება კი, რომელზეც დავა მიმდინარეობს, განქორწინებამდეა შეძენილი. მისივე თქმით, მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ადასტურებს მხარეთა თანაცხოვრებას 2016 წლამდე.

საუბარია სამ ძვირადღირებულ ავტომობილზე, რომელთა ღირებულების 50 პროცენტს ითხოვს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის უფლებადამცველი ამბობს, რომ ფაქტობრივად განქორწინება მოხდა 2012 წელს, რომლის შემდეგაც მოხდა აღნიშნული ქონების შეძენა.