ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ
ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და შემზღუდველი ზომები გააპროტესტა.

ვან გოგის მუზეუმთან აქციის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს შემდეგი შინაარსის წარწერებით: „ნაკლები რეპრესია, მეტი ზრუნვა“, „ეს არ ეხება ვირუსს, ეს ეხება კონტროლს“.

დემონსტრანტების მცირე ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს. გავრცელდა ინფორმაცია ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ.

ჩაკეტვის პირობებში ყველა მეორეხარისხოვანი მაღაზია, ასევე ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები დახურულია.