ამსტერდამის რკინიგზის სადგურზე შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა

16:17, 31.08.2018

ამსტერდამის რკინიგზის სადგურზე შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის განეიტრალება პოლიციამ ცეცხლის გახსნით შეძლო.

სამივე დაშავებული, მათ შორის თავდამსხმელი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ ეტაპზე, უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ აქტს.

მსგავსი