ამსტერდამის მერს „წითელი ფარნების ქუჩის“ გარდაქმნა სურს
ამსტერდამის მერს „წითელი ფარნების ქუჩის“ გარდაქმნა სურს

ამსტერდამის ქალ მერს „წითელი ფარნების ქუჩის“ გარდაქმნა სურს.​ ფემკე სალჰემას ინიციატივა მსოფლიოში ცნობილ ქუჩაზე მდებარე ბორდელების დახურვას და სექს მუშაკების შუშებიან ვიტრინებში გამოჩენის აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც ამსტერდამის მერი აცხადებს, აღნიშნული ზომების მიღება სექს მუშაკების დასაცავად და ადამიანთა ტრეფიკინგთან საბრძოლველად არის აუცილებელი.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ამსტერდამის გარეუბანში გაიხსნება ე.წ. ეროტიკული ზონა, რომელსაც სპეციალური შესასვლელი ექნება.

ამასთან, როგორც ამსტერდამის მერი აცხადებს, ქალაქში პროსტიტუციის აკრძალვა არ იგეგმება. ნიდერლანდების ხელისუფლებამ პროსტიტუციის ლეგალიზაცია 2000 წელს მოახდინა, თუმცა, შუშის ვიტრინებში მუშაობისთვის სექს მუშაკებს ლიცენზიის აღება უწევთ.