ამსტერდამის აეროპორტში შეფერხების გამო რეისები გადაიდო
ამსტერდამის აეროპორტში შეფერხების გამო რეისები გადაიდო

ამსტერდამში, სხიპჰოლის აეროპორტში რეისები გადაიდო. ამის მიზეზი საწვავის მიწოდების შეფერხება გახდა.

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, კომპანიას, რომელიც აეროპორტს საწვავით ამარაგებს, სისტემაში ხარვეზი აქვს.

თავად კომპანიაში განმარტავენ, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ფრენების განახლების ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.

სხიპჰოლის აეროპორტი ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტია, ის ევროპის კონტინენტზე ხუთ ყველაზე მსხვილ აეროპორტს შორისაა.