ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მატჩები გამართა.
სასტარტო მატჩში ჩვენმა გუნდმა გერმანიის ნაკრები 3:2 დაამარცხა. გაგრძელება ასეთივე წარმატებული ვეღარ გამოდგა. შემდეგ სამ მატჩში ირლანდიასთან, საფრანგეთთან და ტურნირის მასპინძელ ესპანეთთან შეხვედრები დათმო. თუმცა ეს ერთი მოგებაც მნიშვნელოვანი გამოდგა, რამაც ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილი შეუნარჩუნა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში წელს პირველად იასპარეზა. რანგით მაღალ ლიგაში თამაშის უფლება ჩვენმა გუნდმა 2023 წელს მოიპოვა, როდესაც C დივიზიონი მოიგო.