ამომრჩევლების მაღალი აქტივობის გამო, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების დრო გახანგრძლივდა
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების დრო გახანგრძლივდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ე.წ. მცველთა საბჭოს წარმომადგენლის, აბასალი ქადხოდაეის განცხადებით, ქვეყნის რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნების დრომ 24:00 საათამდე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო გადაიწია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით გადაწყდა, რომ საარჩევნო პროცესი 24:00 საათამდე გაგრძელდება“, – აღნიშნა ქადხოდაეიმ.
ქვეყანაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. 59 მილიონზე მეტმა პოტენციურმა ამომრჩეველმა ირანის რიგით მერვე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
არჩევნებამდე გამოკითხვებში, არსებულ კანდიდატებს შორის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ებრაჰიმ რაისი ლიდერობდა. არჩევნების შედეგები სავარაუდოდ ხვალ, შუადღისთვის გახდება ცნობილი.