„ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 90 პატიმარი გათავისუფლდა
„ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 90 პატიმარი გათავისუფლდა

„ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე პენიტენციური დაწესებულებებიდან 90 პატიმარი გათავისუფლდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ქალი მსჯავრდებულია.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე დღეს ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი დაიწყო. თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო განიხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს.