Amnesty Internnational-ი მექსიკაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
Amnesty Internnational-ი მექსიკაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს

Amnesty Internnational-ი მექსიკაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის შესახებ საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიში ქვეყანაში არსებულ გატაცებებზე, დაუსჯელობასა და ძალადობის რეკორდულ მაჩვენებელზე მიუთითებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წელი ქვეყანაში მკვლელობების კუთხით რეკორდული იყო და ერთი წლის განმავლობაში 40 000-ზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამავე მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვმაც რეკორდულ რაოდენობას – 30 000-ს გადააჭარბა.

Amnesty Internnational-ი მკვლევარები მიუთითებენ, რომ მექსიკის ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს არ დგამს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და გამუდმებით ზედაპირულ ზომებს იღებს დამნაშავეების დასასჯელად.

მექსიკის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში არსებულ ძალის გადამეტებებისა და კორუფციის ფაქტებზეც.

დატოვე კომენტარი