„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, სადაც საუბარია უკრაინის მიერ სამხედრო ტექნიკის სკოლებსა და საავადმყოფოებში განთავსებაზე, დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, სადაც საუბარია უკრაინის მიერ სამხედრო ტექნიკის სკოლებსა და საავადმყოფოებში განთავსებაზე, დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ

ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, რომელშიც ორგანიზაცია უკრაინულ მხარეს სამხედროებისა და ტექნიკის სკოლებსა და საავადმყოფოებში დისლოცირებაში ადანაშაულებდა, დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია იმ პროცესებისა და გადაწყვეტილებების შესწავლაზე, რომელიც წინ უძღოდა ანგარიშის გამოქვეყნებას. ექსპერტები ასევე გადახედავენ მასალის მომზადების პროცესს და მოახდენენ ანგარიშის იურიდიულ და პოლიტიკურ ანალიზს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი იინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას და ცოცხალ ძალას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებენ, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ მიერ მომზადებულ კვლევა რუსულ პროპაგანდას შეადარა.