„ამნესთი ინთერნეიშენალი“ – 2019 წელს მსოფლიოში სიკდვილით 697 ადამიანი დასაჯეს

13:11, 21.04.2020

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიოში სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ეს ის მონაცემებია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად აღრიცხავს. მათივე თქმით, რეალურად სიკვდილით დასჯის შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია.

ამნესთი ინთერნეიშენალი“ ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ჩინეთში, 2019 წელს სიკვდილით „ათასობით“ ადამიანი დასაჯეს. პეკინი საერთაშორისო ორგანიზაციებს სიკვდილი მისჯილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, შარშან ირანში სასჯელის უმაღლესი ზომა 251 ადამიანის მიმართ აღასრულეს. ოთხ შემთხვევაში პატიმარი 18 წლის იყო. საუდის არაბეთში სიკვდილით 184 ადამიანი დასაჯეს.

„სიკვდილით დასჯა“ ადამიანის ძირითად უფლებების დარღვევაა და ეს სასჯელი მსოფლიოში უნდა გაუქმდეს“, – განაცხადეს „ამნესთი ინთერნეიშენალში“.

მსგავსი