ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8 მაისს რამდენიმე საათით შეიზღუდება
ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8 მაისს რამდენიმე საათით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.