ამხანაგური მატჩები სანაკრებო პაუზისას

20:38, 17.11.2019

სანაკრებო თამაშებით გამოწვეულ შუალედში, ეროვნული ლიგის გუნდებმა საკონტროლო მატჩები გამართეს.

ბათუმის „დინამომ“ ანგისას ბაზაზე „სამტრედიას“ უამსპინძლა და 2:0 დაამარცხა. სტუმართა კარში გოლები გაბრიელ რამოსმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს.

თბილისში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე „პეტრიაშვილი არენაზე“ კი „რუსთავი“ ამხანაგურ მატჩში საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.

გამარჯვებულებიდან დუბლი შეასრულა გიორგი კორიფაძემ, რომელმაც მე-16 და 90-ე წუთებზე პენალტები უნაკლოდ შეასრულა, 43-ე წუთზე თავი მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა, ხოლო 68-ეზე – ირაკლი ლექვთაძემ.

მსგავსი