ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე განაცხადი არ გაუკეთებია
ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე განაცხადი არ გაუკეთებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ მამაკაცს მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, წინასწარი განაცხადი არ გაუკეთებია.

„მე არ მინდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მიმდინარეობს მოკვლევა. წინასწარი ინფორმაციით, მას ასეთი განაცხადი არ ჰქონია გაკეთებული, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და საბოლოო ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რადგან საკითხი ეხება სულ უკანასკნელ საათებში მომხდარ ფაქტს, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თელავის საკარანტინო სივრცეში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან 24 სექტემბერს დაბრუნდა.