ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი იმპორტირებულია, ერთზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.