ამირან გამყრელიძე - ყველგან, სადაც მიმდინარეობდა „ანტიგენით“ უფასო ტესტირება, სახელმწიფო ხარჯებს აპრილშიც აანაზღაურებს
ამირან გამყრელიძე - ყველგან, სადაც მიმდინარეობდა „ანტიგენით“ უფასო ტესტირება, სახელმწიფო ხარჯებს აპრილშიც აანაზღაურებს

მოლებში, მასწავლებლების შემთხვევაში, ყველგან, სადაც მიმდინარეობდა „ანტიგენის“ სწრაფი ტესტით უფასო ტესტირება, სახელმწიფო აპრილის განმავლობაში, მაისამდე ხარჯებს კვლავ აანაზღაურებს, – ამის შესახებ დაავადბათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კატეგორიები, როგორებიცაა, ტაქსის მძღოლები, ბაზრობის მოვაჭრეები, რელიგიის მსახურები, სკოლის, ბღის პედაგოგები წესებს სათანადოდ იცავენ, რის გამოც ინფირებულთა რაოდენობა ამ ჯგუფებში მაღალი არ არის.

„დღეს ქვეყანაში ჩატარებულია 25 6 78 ტესტი. რაც შეეხება დამატებით ჯგუფებში ტაქსის მძღოლებში დადებითობა გვაქვს 0.4 პრიიცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0.2, რელიგიის მსახურებში 0.8, მოლების და სავაჭრო ცენტრების შემთხვევაში – 0.2, სკოლის, ბაღის პედაგოგებში 0.2. შესაბამისად, ჩანს, რომ ეს კატეგორიები წესებს იცავენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.