ამირან გამყრელიძე - ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს
ამირან გამყრელიძე - ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს

პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი რომ გვაქვს და აღსრულება არ არის, მე ამას ხშირად აღვნიშნავ, ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას, ვინც აღსრულებაზე არის პასუხისმგებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95 პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.