ამირან გამყრელიძე - ყველა ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ტარდება, პორტალზე შედეგებს კვლავაც ტვირთავს
ამირან გამყრელიძე - ყველა ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ტარდება, პორტალზე შედეგებს კვლავაც ტვირთავს

არჩევნები მოდის, პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფზაშია და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ამას უკავშირდება, ვიცი ეს ინფორმაცია საიდანაც მოდის. პორტალი არასოდეს გათიშულა, არამედ ჩევეულებრივად მუშაობს. ყველა ლაბორატორია, სადაც ტარდება ტესტები, პასუხებს ტვირთავენ პორტალზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პისიარ“ ტესტირების შედეგების პორტალზე გადატანა გაუქმდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდის მართვაში ჩართულ ცხელების ცენტრებს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტები გადაეცათ. მისივე თქმით, დასახელებული ტესტები კორონავირუსზე პასუხს 12-20 წუთში იძლევა.

„არჩევნები მოდის, პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფზაშია და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ამას უკავშირდება და გასაგებია. ვიცი ეს ინფორმაცია საიდანაც მოდის. პორტალი არასოდეს გათიშულა, ჩევეულებრივად მუშაობს. ყველა ლაბორატორია, სადაც ტარდება ტესტები, პასუხებს ტვირთავს პორტალზე.

ამასთან, ცხელების ცენტრებთან მიმართებით შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს.  ჩვენ აქტიურად სწრაფი დიაგნოსტიკისთვის შემოგვაქვს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომლებიც ახლა მაღალი ხარისხის აქვს ქვეყანას. როდესაც სასწრაფოს ცხელების ცენტრში ადამიანი გადაჰყავს, შესაძლოა, ცხელება ყოველთვის კოვიდით არ იყოს გამოწვეული. რესპირაციული ინფექციების სეზონია, ხოლო, რომ გამორიცხო ან დაადასტურო კოვიდი, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი პასუხს 15-20 წუთში იძლევა. ამიტომ გადაეცათ ცხელების ცენტრებს ეს ტესტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.